Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: აშშ-სთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა დასრულდეს 2026 წლის შემდეგ


კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის თებერვალში გავრცელებული ვიდეოდან, ნაჩვენებია ბალისტიკური რაკეტის გაშვების მომენტი სამხედრო წვრთნის დროს
კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის თებერვალში გავრცელებული ვიდეოდან, ნაჩვენებია ბალისტიკური რაკეტის გაშვების მომენტი სამხედრო წვრთნის დროს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 30 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ "სრულიად შესაძლებელია" 2026 წლის შემდეგ დასრულდეს აშშ-სთან გაფორმებული ახალი START-ის შეთანხმება.

"ეს სრულიად შესაძლებელი სცენარია", - უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო "რიას".

2022 წლის ნოემბერში ბოლო მომენტში გადაიდო აშშ-რუსეთის მოლაპარაკება, რომელიც უნდა გამართულიყო შეთანხმების პირობებით ბირთვული შემოწმებების განახლების თაობაზე. მოლაპარაკების ახალ თარიღზე მხარეები არ შეთანხმებულან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG