Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბერნატორი: მეტი რუსი სამხედროა გადაყვანილი უკრაინის საზღვართან, კურსკის რეგიონში


რუსი სამხედროები, საილუსტრაციო ფოტო
რუსი სამხედროები, საილუსტრაციო ფოტო

რუსეთმა კიდევ უფრო მეტი სამხედრო და აღჭურვილობა განათავსა კურსკის რეგიონში, უკრაინის საზღვართან იმისთვის, რათა დაიცვას საზღვარი და უზრუნველყოს უსაფრთხოება, რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის, ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "ინტერფაქსი".

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეგიონი ხშირად ხდება უკრაინის მხრიდან ცეცხლის სამიზნე.

რუსეთის ძალების ნაწილი უკრაინაში კურსკის რეგიონიდან შევიდა, თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთის არეალები, რომლებიც მათ დაიკავეს, მას შემდეგ დაიბრუნეს კიევის ძალებმა.

კიევი ხშირად გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კიდევ სცადოს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების დაპყრობა და მიუთითებს მოსკოვის ახლო მოკავშირესთან, ბელარუსთან რუსეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG