Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი "ომის ხელშემწყობს" უწოდებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, მიხაილო პოდოლიაკმა 30 იანვარს "ომის ხელშემწყობი" უწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), რომელმაც განაცხადა, რომ ეძებს გზებს იმისთვის, რომ რუს ათლეტებს თამაშებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ.

"IOC არის ომის, მკვლელობის და ნგრევის ხელშემწყობი. IOC სიამოვნებით ადევნებს თვალს რუსეთის მხრიდან უკრაინის განადგურებას და შემდეგ რუსეთს სთავაზობს გენოციდის წამახალისებელ პლატფორმას, ხელს უწყობს სამომავლო მკვლელობებს. როგორც ჩანს, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, არ აქვს უკრაინული სისხლის სუნი", - წერს პოდოლიაკი ტვიტერით.

ერთი დღით ადრე, 29 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დაშვება გაუტოლდება განაცხადს, რომ "ტერორი ... მისაღებია". ზელენსკის თქმით, რუსეთს საშუალება არ უნდა მიეცეს, ოლიმპიური თამაშები ან სხვა რომელიმე სპორტული ღონისძიება გამოიყენოს თავისი აგრესიის თუ სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG