Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის პრეზიდენტი აკრიტიკებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას


ზორან მილანოვიჩი, ხორვატიის პრეზიდენტი
ზორან მილანოვიჩი, ხორვატიის პრეზიდენტი

ხორვატიის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა რუსეთის ძალებთან გასამკლავებლად უკრაინისთვის მძიმე ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებისთვის და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს.

ზორან მილანოვიჩმა ხორვატიის დედაქალაქში ჟურნალისტებს უთხრა, რომ "სიგიჟეა" იმის დაჯერება, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია კონვენციურ ომში.

მილანოვიჩმა არჩევნებში გაიმარჯვა 2019 წელს, როგორც მემარცხენე ორიენტაციის ლიბერალმა კანდიდატმა, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ქვეყანაში ამჟამად მოქმედ კონსერვატიულ მთავრობას. თუმცა მას მერე მილანოვიჩმა პოპულისტური ნაციონალიზმის ორიენტაცია შეიძინა და გამოდიოდა რუსეთისა და ბალკანეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის კრიტიკით.

XS
SM
MD
LG