Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 59-მდე გაიზარდა პაკისტანში მეჩეთზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


აფეთქების ადგილი, ფეშავარი, პაკისტანი. 2023 წლის 30 იანვარი
აფეთქების ადგილი, ფეშავარი, პაკისტანი. 2023 წლის 30 იანვარი

სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და 157 დაიჭრა თავდასხმისას, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარის ერთ-ერთ მეჩეთში.

გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა უმრავლესობას პოლიციელები შეადგენენ.

თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თვითმკვლელი მოიერიშეები იმამის უკან, წინა რიგში იდგნენ და ასაფეთქებელი ჟილეტები მოქმედებაში მოიყვანეს შუადღის ლოცვის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG