ევროკავშირმა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაასრულოს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
"ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის მოლოდინი [გვაქვს] ბოსნია-ჰერცეგოვინისგან, რაც არ ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან", - უთხრა ბოსნიაში ჩასულმა ევროკავშირის დელეგაციამ რადიო თავისუფლებას 30 იანვარს.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო და მისგან მოელიან სანქციების და სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანას.
დაწერეთ კომენტარი