Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO ჯერჯერობით არ აცხადებს COVID-19-ის პანდემიის დასრულებას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 30 იანვარს გამოვიდა განცხადებით COVID-19-ის პანდემიაში არსებული ვითარების შესახებ. ორგანიზაციამ უარი თქვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე, მასთან მიმართებით ჯერჯერობით უცვლელი რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი.

COVID-19-ის საკითხებზე მომუშავე WHO-ის კომიტეტის მეთოთხმეტე სხდომა მიეძღვნა პანდემიის მესამე წლისთავს - ის მსოფლიო საფრთხედ 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადეს. სხდომაზე განიხილავდნენ, რამდენად მართებული იქნებოდა პანდემიის დასრულებულად გამოცხადება. დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატებების აღნიშვნის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა დაადგინეს, რომ პანდემიის დასასრულზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია დაავადების აფეთქების ახალმა კერამ ჩინეთში, რომელიც წარმოიშვა მას მერე, რაც ქვეყანამ გააუქმა კარანტინის ზომების უმრავლესობა.

ახალი ვირუსული ინფექციით დაავადების შესახებ პირველი ცნობები ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. ვირუსი სწრაფად მოედო მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ბოლო სამი წლის განმავლობაში COVID-19-ით დაავადდა 670 მილიონ ადამიანზე მეტი, დაიღუპა 6.8 მილიონამდე ადამიანი. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ვაქცინირებულია 5 მილიარდი ადამიანი.

XS
SM
MD
LG