Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

90-მდე გაიზარდა პაკისტანში, მეჩეთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი


პაკისტანის ქალაქ ფეშავარის მეჩეთი აფეთქების შემდეგ. 2023 წლის 30 იანვარი
პაკისტანის ქალაქ ფეშავარის მეჩეთი აფეთქების შემდეგ. 2023 წლის 30 იანვარი

90-მდე გაიზარდა პაკისტანის ქალაქ ფეშავარის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ პაკისტანის რადიო იუწყება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. საავადმყოფოში რჩება ასამდე დაშავებული. ფეშავარის პროვინციაში გლოვა გამოცხადდა.

30 იანვარს მეჩეთში, სადაც შუადღის ლოცვის გამო ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა, თავი თვითმკვლელებმა აიფეთქეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მეჩეთი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, მდებარეობს ფეშავარის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ რაიონში, სადაც განთავსებულია პოლიციის და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ოფისები.

XS
SM
MD
LG