Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: უკრაინისთვის გამანადგურებლების გაგზავნა არ არის პრაქტიკული


პოლონეთის კუთვნილი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები
პოლონეთის კუთვნილი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები

ბრიტანეთი არ მიიჩნევს, რომ უკრაინაში თავისი გამანადგურებლების გაგზავნა პრაქტიკულია, განაცხადა 31 იანვარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის პრესმდივანმა.

ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენლის ნათქვამი გაისმა კიევის მიერ გაცხადებული სურვილის საპასუხოდ, რომ სურს მიაღწიოს დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების მიღებას.

Reuters-ს მოჰყავს რიში სუნაკის პრესმდივნის სიტყვები, რომ "ბრიტანული გამანადგურებლები ძალიან რთულია და მათზე ფრენის სწავლას თვეები სჭირდება. ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ამ თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნა არ არის პრაქტიკული." პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან იმის განხილვას, თუ როგორია, ჩვენი აზრით, სწორი მიდგომა".

აშშ-მა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს ვერ მიაწვდიან. საფრანგეთმა არ გამორიცხვა ასეთი შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG