ირანის ხელისუფლებამ დახურა რესტორანი ქალაქ მაჰშაჰრში, იქ ქალი მომღერლის გამოსვლის შემდეგ.
ისლამურ რესპუბლიკაში გრძელდება ისეთი ქმედებების ჩახშობა, რომლებიც ხელისუფლებას ისლამური ღირებულებების საწინააღმდეგოდ მიაჩნია.
ინციდენტი მაჰშაჰრში, ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ხუზესტანის პროვინციაში, მოჰყვა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ქალი მღერის ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიაზე.
ვიდეო სწრაფად გავრცელდა, სოციალური მედიის ირანელმა მომხმარებლებმა ის მოიწონეს.
ფარშად ღაზემიმ, მაჰშაჰრის პოლიციის უფროსმა, განაცხადა, რომ რესტორანი დაიხურა ქალის მიერ სიმღერის შესრულების ფაქტის გამო. ღაზემიმ ასევე დასძინა, რომ მფლობელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ირანის ისლამური კანონმდებლობით, ქალს საჯაროდ ცალკე სიმღერის უფლება არ აქვს და ასეთი ქმედება ისჯება.
დაწერეთ კომენტარი