Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი ისრაელსა და პალესტინელებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში. 30 იანვარი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში. 30 იანვარი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთში თავისი სტუმრობა დაასრულა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრით, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაიმართა.

აბასთან შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ უარყოფს ყოველგვარ ინიციატივას, რომელიც ართულებს ორი სახელმწიფოს შექმნით კონფლიქტის მოგვარებას. მათ შორის ბლინკენმა დაასახელა ებრაელთა ახალი დასახელებების შექმნა, წმინდა ადგილებიდან განდევნა ან იქ სტატუს- კვოს შეცვლა.

ბლინკენმა პალესტინელებს დამატებითი დახმარება აღუთქვა. მასპინძელმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელია ბოლო ხანს ვითარების დაძაბულობისთვის პასუხისმგებელი. მან ილაპარაკა ისრაელის მხრიდან პალესტინელთა ტერიტორიების უწყვეტი ოკუპაციის პირობებში საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობაზე.

ბლინკენი წინა დღით შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მასთან საუბარშიც ორივე მხარეს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა.

კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ბოლო კვირებში კვლავ გამწვავდა. 2023 წლის პირველ თვეში მოკლული იქნა 35 პალესტინელი და ექვსი ისრაელის მოქალაქე.

XS
SM
MD
LG