Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან სამხარაულის ექსპერტიზის მომსახურების ნაწილზე საფასური გაიზარდა


ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

დღეიდან, 2023 წლის 1 თებერვლიდან, გაძვირდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ნაწილი. განახლებული ტარიფები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით 2023 წლის 16 იანვარს დაამტკიცა.

ბიურო ექსპერტიზას არაერთი მიმართულებით ატარებს. მათ შორის:

  • დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზას;
  • ბალისტიკურ, ტრასოლოგიურ და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;
  • ავტოტექნიკურ ექსპერტიზას;
  • ვიდეო, ფონოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას;
  • სახანძრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;
  • რადიაციულ ექსპერტიზას;
  • კომპიუტერულ ექსპერტიზას;
  • საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;
  • სასაქონლო და ფინანსურ ექსპერტიზას;
  • ქიმიურ ექსპერტიზას;
  • ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას;
  • ნარკოლოგიურ ექსპერტიზას;
  • ნავთობპროდუქტების ექსპერტიზას;
  • კვების პროდუქტების ექსპერტიზას;
  • სამედიცინო ექსპერტიზას;
  • ბიოლოგიურ ექსპერტიზას;
  • ფსიქიატრიულ ექსპერტიზას.

ფასი რიგ შემთხვევაში 100 პროცენტით ან უფრო მეტით არის გაზრდილი:

  • ჩანაწერში არსებული ცვლილების ფაქტის დადგენა 45 ლარიდან 90 ლარამდე გაიზარდა;
  • საავიაციო/სარკინიგზო/სანაოსნო საშუალების ტექნიკური კვლევა 120 ლარის ნაცვლად, 500 ლარი ეღირება.

ზოგიერთ მომსახურებაზე საფასური არ შეცვლილა. მაგალითად:

  • სამგანზომილებიანი სკანერით შემთხვევის ადგილის სკანირება და მოდელირება - 3300 ლარი;
  • ტექნიკური საშუალებით შესრულებული (გაყალბებული) ხელმოწერის კვლევა 60 ლარი.

ძველ და განახლებულ ტარიფებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია "საკანონმდებლო მაცნეს" ვებსაიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG