Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ლომჯარიას და მის გუნდს გადასცა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო 


ნინო ლომჯარია, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი

საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გადასცა ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა სულ ათი ჯილდო მიიღეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, სახალხო დამცველის ოფისი ფართოდ მიიჩნეოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. იმ პერიოდში, როდესაც მას თანამდებობა ეკავა, ნინო და მისი გუნდი ადვოკატირებას უწევდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასათვის, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. მათ სრულად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა მიმართული იყო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირების, პატიმრების, ლგბტქი+ ადამიანების და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დასაცავად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე; იყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა, რომელიც თანხვედრაშია მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.

ნინო ლომჯარია 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობას.

XS
SM
MD
LG