Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, „ოცნებამ" სულ რომ არაფერი გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის დიდი საქმე


მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებას უმთავრეს საქმედ ასახელებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ხელისუფლებას სულ რომ არაფერი გაეკეთებინა და არც მომავალში გააკეთოს, ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება არის ძალიან დიდი საქმე.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გლობალური კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ომში ჩართვა. როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის, ეს მხოლოდ იმ ვერსიას, ერთადერთს და უალტერნატივოს ამყარებს, რომ მართლაც მიდის უდიდესი, მძლავრი კამპანია საქართველოს ომში ჩასართავად.

ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში იცით რა არის, მე პირადად, როგორც მოქალაქეს, პოლიტიკოსს, რომელსაც რაღაც გადაწყვეტილებებზე ამ ქვეყანაში ხელი მიმიწვდება, მართლა მეამაყება, გულწრფელად გეუბნებით, რომ სულ რომ არაფერი გავაკეთოთ, არც წარსულში არაფერი გვქონდეს გაკეთებული და არც მომავალში, ეს პირობითია, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ, სულ რომ არაფერი გაგვეკეთებინა და არაფერი გავაკეთოთ მომავალში, ის, რომ ყველაზე რთულ დროს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ, ეს იქნება ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ერთი ძალიან დიდი საქმე. ამით ვიამაყებ გულწრფელად, სარკესთანაც რომ დავდგები მაშინაც და ჩემი შვილების და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა „რუსთავი 2-ის" ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„გარკვეული ძალების“ მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობები ღია წერილში 27 ივლისს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა და, ამასთან, არ უარყო ევროპისა თუ ამერიკის წინააღმდეგ მისი გუნდიდან საჯაროდ წასული დეპუტატების ბრალდებები.

„ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თუ ყოფილი ლიდერების მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხერხით აღწერილი სცენარის თანახმად, დასავლური „დიდი“ და „გარკვეული ძალები“ მიზანდასახულად ცდილობდნენ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG