Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტენსიური თოვის გამო ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე შეზღუდვებია


ფოტო არქივიდან: როკის გვირაბი
ფოტო არქივიდან: როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოუწოდებს სატვირთო მანქანების მძღოლებს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ. მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს როკის გვირაბთან. სწორედ ამ ადგილას წესდება შეზღუდვა.

„ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე თოვლია. მძიმე სატვირთო მანქანების მძღოლებმა უნდა გამოიყენონ ჯაჭვები, მათ გარეშე ვერ მოახერხებენ მოძრაობას“, - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რესს" დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG