Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთის ტანკებზე პასუხი მოეპოვება


რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ „ლეოპარდებზე“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 თებერვალს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, მოიგერიოს „კოლექტიური დასავლეთის აგრესია“. მან ასევე განაცხადა რაღაც ნაცისტური იდეოლოგიის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. მისი თქმით, რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება.

"დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკები, რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. და ისინი აპირებენ რუსეთთან ბრძოლას უკრაინის მიწაზე "ბანდერელთა" (სტეფან ბანდერა-რედ.) ხელით", - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

მანამდე რუსეთის მაღალჩინოსნები და ვლადიმირ პუტინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანს ქვეყნის "დენაციფიკაცია" წარმოადგენდა. მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობდა ეს ტერმინი, რუსეთის ოფიციოზს არ განუმარტავს. უკრაინის მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები უარყოფენ პარალელებს მეორე მსოფლიო ომთან, რომლის გავლებასაც კრემლი ცდილობს და აღნიშნავენ, რომ ამჟამად სწორედ რუსეთი მოქმედებს, როგორც აგრესორი.

  • 25 იანვარს გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ 14 გერმანულ ტანკს Leopard 2 და 31 ამერიკულ ტანკს Abrams. გარდა ამისა, ბერლინმა უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის ნება დართო ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული წარმოების ეს ტანკები აქვთ.
  • მალევე აშშ-მაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ M1 Abrams-ის ტანკები გაეგზავნა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG