Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა


შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში. 2023 წლის 19 იანვარი
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში. 2023 წლის 19 იანვარი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით კიევში, 3 თებერვალს კვლავ ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროკავშირ-უკრაინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

"კიევში დავბრუნდი ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელთან ერთად მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ნებისყოფა არ შესუსტდება! ჩვენ ასევე მხარს დაგიჭერთ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის ყველა ეტაპზე", - წერს ტვიტერში შარლ მიშელი.

კიევში 2 თებერვალს ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და 15 ევროკომისარი.

ევროკავშირმა უკრაინას გაუწია 50 მილიარდი ევროს დახმარება და მის გვერდით დარჩება გამარჯვებისა და ქვეყნის აღდგენისთვის, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, პირველ რიგში, განიხილება პოლიტიკური საკითხები, მათ შორის - "მშვიდობის ფორმულა" და ასევე სამხედრო თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG