Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობიაშვილი მესამედ აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად - არჩევნებში სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა


ლევან კობიაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, 2020 წლის 21 ივლისი
ლევან კობიაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, 2020 წლის 21 ივლისი

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.

ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა.

ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს.

2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG