Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გაუქმდა განგაშის უმაღლესი ზომა, აღმოსავლეთში გრძელდება ინტენსიური შეტაკებები


უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ბახმუტთან
უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე ბახმუტთან

4 თებერვალს უკრაინის მასშტაბით გაუქმებულ იქნა განგაშის უმაღლესი ზომა, ისე, რომ არ გავრცელებულა ცნობები რუსეთის მხრიდან დაბომბვაზე. ქვეყნის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში კვლავ გრძელდება ინტენსიური ბრძოლა.

განგაში, რომელიც დილით დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მესამე იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში. 3 თებერვალს არ გავრცელებულა ცნობები რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

იმ გაფრთხილების ფონზე, რომ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე მოსკოვი მასშტაბური შეტევებისთვის ემზადება, უკრაინის არმია აცხადებს, რომ ბრძოლა ყველაზე ინტენსიურად დონბასში მიმდინარეობს.

"მტერი განაგრძობს შეტევით ოპერაციებს [დონეცკში] ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის არეალებში და განიცდის მძიმე დანაკარგებს" - წერს უკრაინის არმიის გენერალური შტაბი ანგარიშში.

XS
SM
MD
LG