Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს, უკრაინაში დააბრუნეს უცხოელი ჰუმანიტარული მუშაკების ცხედრები


უკრაინელი ყოფილი ომის პატიმრები, 4 თებერვალი, 2023 (ფოტო ანდრი იერმაკის ტელეგრამის არხიდან)
უკრაინელი ყოფილი ომის პატიმრები, 4 თებერვალი, 2023 (ფოტო ანდრი იერმაკის ტელეგრამის არხიდან)

4 თებერვალს რუსეთმა და უკრაინამ გამოაცხადეს პატიმრების გაცვლის მორიგი ოპერაციის შესახებ, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ 63 რუსი და 116 უკრაინელი პატიმარი. ამავდროულად, დაბრუნებულ იქნა გვამები ორი უცხოელი მოხალისისა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარულ სამუშაოს ასრულებდნენ.

63 რუსი სამხედროს დაბრუნების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამით დაწერა. განცხადების თანახმად, გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან "მგრძობიარე კატეგორიას" - თუმცა სამინისტრო დეტალებს არ აკონკრეტებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პატიმართა გაცვლის პროცესი შედგა "არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის შუამავლობით".

უკრაინის ხელისუფლება იუწყება 116 ჯარისკაცის დაბრუნებაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა ტელეგრამით დაწერა, რომ დაბრუნებულებს შორის არიან "მარიუპოლის მცველები, ხერსონელი პარტიზანები, სნაიპერები ბახმუტის არეალიდან".

იერმაკი ასევე წერს, რომ უკრაინაში დააბრუნეს ორი უცხოელი ჰუმანიტარული მუშაკის - ბრიტანელი მეთიუ პარის და ახალ ზელანდიელი ენდრიუ ტობიას მეთიუ ბაგშოუს - ცხედრები, და უწინ საფრანგეთის ლეგიონში მომსახურე უკრაინელი მოხალისის, იევჰენ კულიკის გვამი.

XS
SM
MD
LG