Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა "მკრეხელური შინაარსის" გამო დაბლოკა Wikipedia


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

პაკისტანმა 4 თებერვალს დაბლოკა საინტერნეტო ენციკლოპედია, Wikipedia, - მას მერე, რაც სახელისუფლო უწყებებმა ვებსაიტი ცენზურას დაუქვემდებარეს, "მკრეხელური შინაარის" განთავსების გამო, რაც წარმოადგენს მორიგ დარტყმას ინტერნეტის თავისუფლებაზე ამ მძლავრად კონსერვატიულ ქვეყანაში.

მკრეხელობა მგრძნობიარე საკითხია პაკისტანში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ, წარსულში აკრძალვები შეეხო სოციალური მედიის გიგანტებს, Facebook-სა და YouTube-ს, იმ შინაარსის განთავსების გამო, რომელიც ღვთის მგმობელად იქნა მიჩნეული.

პაკისტანის ტელეკომუნიკაციათა უწყებამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ Wikipedia-ს 48-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა მასალის აღებისთვის - ისე, რომ საკუთარი პრეტენზიები დეტალურად არ დაუკონკრეტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG