პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გაუგზავნის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
კოშტამ დასძინა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას საიმისოდ, რომ მოიპოვოს ნაწილები, რომლებიც აუცილებელია პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლად.
"არ ვიცი რამდენი ტანკი [გაიგზავნება უკრაინაში], ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ" - თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას.
დაწერეთ კომენტარი