ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი 4 თებერვალს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ დააჩქაროს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება.
"პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მუშაობს იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბრიტანეთის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობა რაც შეიძლება მალე ჩავიდეს ფრონტის ხაზზე" - ვკითხულობთ სუნაკის ოფისის განცხადებაში.
"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა გააღრმავონ უკრაინის დახმარება, რათა გამოყენებული იქნას რუსეთის ძალების უკუგდების შესაძლებლობა" - წერია განცხადებაში.
დაწერეთ კომენტარი