Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გეგმას სასამართლოს მიმართ ცვლილებების თაობაზე


საპროტესტო აქცია ისრაელში
საპროტესტო აქცია ისრაელში

4 თებერვალს ისრაელის ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ყოველკვირეულ აქციაში, რომლებითაც აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გეგმას სასამართლოს ცვლილების თაობაზე. ეს გეგმა, მთავრობის ოპონენტების თქმით, ისრაელის დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

აქცია თელ-ავივში ორ ადგილას გაიმართა, დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ დროშები და სკანდირებდნენ იუსტიციის მინისტრის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

დემონსტრაცია მიყოლებით მეხუთეა ახალი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც დეკემბერში მოვიდა ხელისუფლებაში და წარმოადგენს კოალიციას ორთოდოქს და ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის.

მთავრობამ წარადგინა წინადადება, რომელიც ასუსტებს უზენაეს სასამართლოს, რადგან პარლამენტს მისცემს უფლებამოსილებას, სასამართლოს გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით გააუქმოს.

XS
SM
MD
LG