Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა: პოლონეთს ჯო ბაიდენი ეწვევა


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა, განაცხადა 4 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

"ჩვენ უკვე დარწმუნებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და პოლონეთში ჩამოვა, - განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა საზოგადოებრივი ტელევიზიით და დასძინა, - ამერიკის მხარესთან შევთანხმდით, რომ ვიზიტის თარიღს შესაბამის დროს გამოვაცხადებთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს მალე იქნება".

პშიდაჩის თქმით, უკვე დაწყებულია მზადება იმისთვის, რომ ვიზიტმა "დააკმაყოფილოს როგორც თეთრი სახლის, ისე პოლონეთის მხარის მოლოდინები". იგი ხაზს უსვამს ვიზიტის მნიშვნელობას პოლონეთის უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG