Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უფლება გასცა, რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინას გადასცენ


მერიკ გარლანდი, აშშ-ის გენერალური პროკურორი
მერიკ გარლანდი, აშშ-ის გენერალური პროკურორი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული თანხა უკრაინას გადაერიცხება.

"დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ფულის პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა.

თანხა გაყინეს მას მერე, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაუყენეს სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, თანხა გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს იმისთვის, რათა დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".

გარლანდი ამ განცხადებით გამოვიდა შეხვედრაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრი კოსტინთან.

XS
SM
MD
LG