Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში ერთიანი მიდგომა ესკალაციას აღკვეთს


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი
ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ უარყო შეშფოთება, რომ დიდი განსჯის შემდეგ ბერლინის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე, გერმანიას გადააქცევს აქტიურ მხარედ რუსეთთან კონფლიქტში.

"ჩვენ ფრთხილად განვსაჯეთ [უკრაინისთვის] იარაღის ყოველი მიწოდება, კოორდინაცია გვქონდა ჩვენს მოკავშირეებთან, უწინარესად შეერთებულ შტატებთან", - უთხრა შოლცმა გერმანიაში გამომავალ Bild-ს, მის განცხადებებს ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ავრცელებს სააგენტო dpa.

"ეს ერთობლივი მიდგომა აღკვეთს ომის ესკალაციას", - აცხადებს გერმანიის კანცლერი, რომელიც უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის პროცესში თავდაპირველი ყოყმანის გამო მწვავე კრიტიკის სამიზნე იყო.

სატელეფონო საუბრებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "არ გამოსულა მუქარით ჩემ მიმართ ან გერმანიის მიმართ", - ამბობს შოლცი ამავე ინტერვიუში.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ პუტინი დაემუქრა სარაკეტო თავდასხმით, რომელსაც "მხოლოდ ერთი წუთი" დასჭირდებოდა. კრემლმა განაცხადა, რომ ჯონსონი ცრუობს.

შოლცის თქმით, პუტინთან საუბრებში გამოჩნდა, რომ მათ ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინაზე. "მე პუტინს ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება", - ამბობს შოლცი სააგენტო "როიტერსის" თანახმად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG