უკრაინის არმიის განცხადებით, მას მერე, რაც გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში მოსკოვი შეიჭრა, რუსეთის არმიაში მოკლულ იქნა 131,290 პირი.
5 თებერვალს გავრცელებულ რეგულარულ ანგარიშში უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო დღეს მოკლეს 700-მდე რუსი სამხედრო.
ანგარიშში - რომელში მოტანილი რიცხვებიც ხშირად დასავლეთის მონაცემებს აჭარბებს ხოლმე - ასევე ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაკარგა 3220 ტანკი, 6405 დაჯავშნილი მანქანა და 2226 საარტილერიო სისტემა.
5 თებერვალს ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინის ქალაქ ბახმუტში, დონეცკის რეგიონში - ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის კერძო გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", დამაარსებელი და ლიდერი ევგენი პრიგოჟინი.
პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის ჩრდილოეთით მისი სამხედროები "იბრძვიან ყოველი ქუჩის, ყოველი სახლის, კიბის ყოველი უჯრედისთვის" უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც უკან არ იხევენ.
დაწერეთ კომენტარი