Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის პოლიტსაბჭოს მდივანი ლევან ბეჟაშვილი გახდა, გენერალური მდივანი კი - პეტრე ცისკარიშვილი


ლევან ბეჟაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი
ლევან ბეჟაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, რომელიც დღეს, 6 თებერვალს, გაიმართა, პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი კობა ნაყოფია ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, რომელიც ისევ პეტრე ცისკარიშვილი გახდა.

შეკრებაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს.

ახალი წესდებით, რომელიც ყრილობაზე დამტკიცდა, პარტიის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 4 წლის ნაცვლად 2 წლის ვადით აირჩევენ. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.

გარდა ამისა, დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები მივიდნენ. ასევე შეიკრიბნენ რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყრილობაზე არ ყოფილა პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

ყრილობას ასევე დაესწრნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის - პაატა მანჯგალაძე "სტრატეგია აღმაშენებლიდან".

როგორც პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, დღევანდელი ყრილობა ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

30 იანვარს დასრულდა ორდღიანი არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელიაც.

არჩევის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებული პირველი გადაწყვეტილებები დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG