Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ექსპრეზიდენტი ხათამი უერთდება მოწოდებებს პოლიტიკური ცვლილებებისკენ


მოჰამად ხათამი, ირანის ყოფილი პრეზიდენტი
მოჰამად ხათამი, ირანის ყოფილი პრეზიდენტი

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი შეუერთდა ოპოზიციონერ ექსპრემიერს, მირ ჰოსეინ მუსავის, მოწოდებაში პოლიტიკური ცვლილებებისკენ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები.

"დღეს მკაფიოა ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება" - განაცხადა 79 წლის ხათამიმ 5 თებერვალს. მისი თქმით, "არანაირი ნიშანი არ იკვეთება იმისა, რომ მმართველ სისტემას აქვს რეფორმების თუ წარსულსა თუ აწმყოში ჩადენილი შეცდომების თავიდან არიდების სურვილი".

ხათამი - რეფორმატორი პოლიტიკოსი, რომელიც 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ირანის პრეზიდენტი - იმედს გამოთქვამს, რომ "არაძალადობრივი სამოქალაქო მეთოდები ხელისუფლებას უბიძგებს მიდგომის შეცვლისკენ და რეფორმების მიღებისკენ".

4 თებერვალს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, შინაპატიმრობაში მყოფმა მირ ჰოსეინ მუსავიმ გამოთქვა მოწოდება ქვეყანაში თავისუფალი რეფერენდუმის ჩატარებისკენ და ახალი კონსტიტუციის შექმნისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG