Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა შეიწყალა ანტისამთავრობო გამოსვლებთან კავშირის მქონე "ბევრი" პატიმარი


აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შეიწყალა "ათიათასობით" პატიმარი, მათ შორის ბევრი პირი, რომლებიც დააკავეს ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებისას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით, იუწყება სახელმწიფო მედია 5 თებერვალს.

"შეწყალებული იქნებიან პატიმრები, რომლებსაც ბრალად არ ედებათ უცხოეთის სააგენტოებისთვის ჯაშუშობა, პირდაპირი კონტაქტი უცხოეთის აგენტებთან, განზრახ მკვლელობა ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, სახელმწიფო საკუთრების ნგრევა თუ მისთვის ცეცხლის წაკიდება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ შეწყალების აქტი დაკავშირებულია 1979 წლის ისლამური რევოლუციის მორიგ წლისთავთან.

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები სექტემბერში დაიწყო, მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო.

სამთავრობო ჩინოვნიკები საპროტესტო აქციებს ახასიათებენ ბუნტად, რომელსაც საზღვარგარეთიდან გარკვეული ძალები უმაგრებენ ზურგს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG