Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის არმიის სამხედროები ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის იანვარი
უკრაინის არმიის სამხედროები ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. გენერალური შტაბის თანახმად, ქალაქ ბახმუტთან შეიმჩნევა კოორდინაციის არარსებობა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ შორის.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი.

XS
SM
MD
LG