Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცოლისა და სიდედრის დახოცვის შემდეგ


სოფელი რეხა
სოფელი რეხა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში, წინასწარი ინფორმაციით, 70 წლამდე კაცმა, ყოფილმა პოლიციელმა, ღვთისო პეტრიაშვილმა, სავარაუდოდ, სახლში დახოცა ცოლი და სიდედრი და შემდეგ თავიც მოიკლა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

რეხაში გასროლის ხმა გვიან ღამით გაიგეს, დილით კი პეტრიაშვილების სახლში სამი ცხედარი ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულებს ცეცხლნასროლი ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვთ მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ღვთისო პეტრიაშვილი ათ წელზე მეტია შსს ორგანოებში აღარ მუშაობს.

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე აგრძელებენ მუშაობას და ცხედრებს მალე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

XS
SM
MD
LG