Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის საარქივო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პატრიარქი კირილე კგბ-სთვის მუშაობდა შვეიცარიაში


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2012 წ. 8 თებერვალი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2012 წ. 8 თებერვალი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია, კგბ-ს ჯაშუშად მუშაობდა, როცა ის შვეიცარიაში ცხოვრობდა 1970-იან წლებში. ამის შესახებ შვეიცარიის მედია იტყობინება დეკლასიფიცირებულ არქივებზე დაყრდნობით.

Sonntagszeitung-ისა და Le Matin Dimanche-ის თანახმად, შვეიცარიის პოლიციის არქივები „ადასტურებს, რომ ‘მონსენიორ კირილე’, როგორც ის მოიხსენიება ამ დოკუმენტებში, კგბ-სთვის მუშაობდა.“

ამ ორი გაზეთის თანახმად, მათ წვდომა მოიპოვეს შვეიცარიის ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტზე.

კირილე, რომელიც დღეს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომის მხურვალე მხარდამჭერია, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჟენევაში ცხოვრობდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.

AFP-ის თანახმად, კირილეს კოდური სახელი იყო „მიხაილოვი“, მისი ამოცანა კი - გავლენის მოხდენა საბჭოზე, რომელიც უკვე იყო კგბ-ს მიერ ინფილტრირებული.

როგორც სააგენტო იტყობინება, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა შვეიცარიის პრესაში გავრცელებული ცნობის შესახებ კომენტარზე. თავად ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ მოეპოვება.

AFP-ს ცნობით, არქივები აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის მიზანი იყო, საბჭოს დაეგმო აშშ და მისი მოკავშირეები და შეესუსტებინა რელიგიის არასაკმარისი თავისუფლების თაობაზე კრიტიკა საბჭოთა კავშირის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG