პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში თავდაცვის სამინისტროში არ განხორციელდება თანამშრომელთა ცვლილება. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მან გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინა თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, შეცვლის.
არახამიამ 6 თებერვალს განმარტა, რომ ეს ცვლილება მყისიერად არ მოხდება. "თავდაცვის სექტორში ამ კვირაში თანამშრომლების ცვლილება არ იქნება", - წერს იგი "ტელეგრამზე", დეტალების დაუკონკრეტებლად.
არახამიას 5 თებერვლის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილო ბუდანოვი, ხოლო თავად რეზნიკოვი ინიშნება სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.
დაწერეთ კომენტარი