Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა


ფოტო არქივიდან: როკის გვირაბი
ფოტო არქივიდან: როკის გვირაბი

გაურკვეველი დროით დაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კავკასიის მაგისტრალზე მოძრაობა 6 თებერვალს, მოსკოვის დროით 17:30 საათიდან შეწყდა. აკრძალვა ვრცელდება ყველა ტიპის ტრანსპორტზე. როგორც დე ფაქტო სამინისტროში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღება ამინდის გაუარესებასა და დიდთოვლობას უკავშირდება.

„ამინდის პირობების გაუარესებისა და ძლიერი თოვის გამო, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით, მომდევნო გადაწყვეტილების მიღებამდე", - განუცხადეს სააგენტო „რესს" დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

XS
SM
MD
LG