Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისაუბრებს უკრაინის დასახმარებელ შემდგომ ნაბიჯებზე


კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მომავალ კვირაში გერმანიაში დანიშნულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს ვაშინგტონის სამომავლო ნაბიჯებზე უკრაინის დასახმარებლად.

მიუნხენის კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყება, იმ ფონზე, როცა უკრაინა ემზადება რუსეთის განახლებული შეტევებისთვის.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჰარისი თავის გამოსვლას დაუთმობს უკრაინელი ხალხის გამბედაობის აღნიშვნას, უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას, ის დაგმობს რუსეთის ქმედებებს, კიდევ ერთხელ განაცხადებს ვაშინგტონის ერთგულებას ნატოს ერთობლივი თავდაცვის პრინციპისადმი და "ჩამოაყალიბებს წინსვლის გზებს" უკრაინასთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG