Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი მედიას შეზღუდვებს უწესებს


პარლამენტი მედიას შეზღუდვებს უწესებს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00

რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტებს პარლამენტში ჰკითხა, როგორ აისახება მათ მუშაობაზე ის შეცვლილი წესები, რომლებიც შალვა პაპუაშვილის 6 თებერვალს გამოცემულ ბრძანებაშია გაწერილი და რომლებიც მედიის წარმომადგენლების შეფასებით, მათ საქმიანობას მკვეთრად შეზღუდავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციისა და პარლამენტში საქმიანობის წესი შეცვალა და ჟურნალისტებს რიგი შეზღუდვები დაუწესა. ახალი რეგულაციებით, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ პარლამენტის ტერიტორიაზე, თუ რესპონდენტი მას ეტყვის, რომ არ სურს ინტერვიუს მიცემა. იკრძალება დერეფნებში რესპონდენტების დევნა და პარლამენტარების კაბინეტებში უნებართვოდ შესვლა, ასევე მათი ტელეფონების და სხვა მოწყობილობების ეკრანის გადაღება ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს. ამ და სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში — 6 თვით.

წესები ბრძანების გამოცემიდან მეორე დღესვე შევიდა ძალაში და 7 თებერვლიდან ამოქმედდა.

XS
SM
MD
LG