Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანები შეიძლება უკრაინას გადასცენ


ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა წინადადებით, შესწორებები შევიდეს კანონში და გაიცეს ნებართვა, უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცეს იმ პირების ავტომანქანები, რომლებსაც ისინი ჩამოერთვა ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა იევა იუნზემემ.

ლატვიაში მთვრალი მძღოლებისგან კონფისკებულ ავტომანქანებს სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილ აუქციონებზე ყიდიან საკმაოდ დაბალ ფასებში.

ამის გამო ადგილობრივ მოსახლეებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ასეთი მანქანების მიმართ, ვინაიდან მფლობელი შეიძლება გახდეს ის, ვინც უფრო მეტ თანხას გადაიხდის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული ლატვია აქტიურად უჭერს მხარს კიევს ჰუმანიტარულ და სამხედრო სფეროებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს ამისკენ.

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს Stinger-ის ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ორ ვერტმფრენ Mi-17-ს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ათ ტყვიამფრქვევს ამუნიციით და ჰაუბიცა M109-ის სათადარიგო ნაწილებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG