Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა დრონების ქარხანას


ხანძარი კომპანია Edge Autonomy-ს ქარხანაში, რომელშიც უპილოტო საფრენ აპარატებს ამზადებენ. 2023 წ. 7 თებერვალი.
ხანძარი კომპანია Edge Autonomy-ს ქარხანაში, რომელშიც უპილოტო საფრენ აპარატებს ამზადებენ. 2023 წ. 7 თებერვალი.

ლატვიის ქალაქ მარუპეში, უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა Edge Autonomy-ში, რომელიც რიგის მახლობლად მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. საწარმო დრონებს უშვებს უკრაინისა და ნატოს წევრი ქვენებისთვის.

აალების მიზეზებს არ იტყობინებიან. როგორც თვითმხილველებმა უთხრეს გამოცემა Delfi-ს, აალება აფეთქების შემდეგ მოხდა. ქარხნის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ხანძარმა დიდი ზარალი გამოიწვია, მაგრამ ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის თანახმად, მოსახლეობას საფრთხე არ შეჰქმნია.

კომპანია Edge Autonomy 2009 წელს დაარსდა. ორი წლის წინ ის შეისყიდა ამერიკულმა კომპანია AE Industrial Partners-მა. მარუპეში მდებარე ქარხანაში დრონების გარდა უშვებენ სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ვიდეოკამერებს. კომპანიის პროდუქციას მსოფლიოს 70 ქვეყანა ყიდულობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG