გაეროს გადაუდებელი დახმარების უწყების ხელმძღვანელის, მარტინ გრიფიტსის თქმით, ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკრაინა დატოვა 8 მილიონამდე ადამიანმა, კიდევ 5.3 მილიონ პირს კი ქვეყნის შიგნით მოუწია იძულებით გადაადგილება. გრიფიტსმა ეს მონაცემები გაეროს უშიშროების საბჭოს 6 თებერვალს მიაწოდა ნიუ-იორკში.
ამავე მონაცემებით, 17.6 მილიონი ადამიანი - ანუ უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი - ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
დაწერეთ კომენტარი