Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სირიაში 11 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრით გამოწვეული ნგრევა თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში
მიწისძვრით გამოწვეული ნგრევა თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც დაღუპულია სულ მცირე 2530 ადამიანი.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG