Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

8 თებერვალს ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია.

ინტერფაქსის ცნობით, ხანძარი დაახლოებით ერთ საათში ჩააქრეს. სააგენტოს თანახმად, მცირე ქარხანა ეკუთვნის კომპანია Resource LLC-ს.

მედიას მოჰყავს საგანგებო ვითარებათა სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გამოიწვია „ტექნოლოგიურ პროცესში დაშვებულმა დარღვევებმა“.

ნოვოშახტინსკი 9 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან. შარშან ივნისში ორმა დრონმა იერიში განახორციელა ნოვოშახტინსკში მდებარე სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG