Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იმართება


მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. 8 თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. 8 თებერვალი, 2023 წელი

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - 6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა.

"უნდა მივაკითხოთ სამსახურებთანაც, სახლებთანაც ყველა იმ ჯალათს, ვინც მიხეილ სააკაშვილის მოკვდინებაშია დამნაშავე, განსაკუთრებით, რატი ბრეგაძემ, რომელმაც წინმსწრებად დააანონსა ის განაჩენი, რაც შემდეგ სასამართლომ გამოიტანა", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და თქვა, რომ პროტესტი იქნება საქართველოს ყველა რაიონსა და ქალაქში.

"ეს პროტესტი ყველამ თქვენი ბრაზით გამოხატეთ ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ. მოგმართავთ ახალგაზრდებს, ვისაც არ გინდათ რუსეთში ცხოვრება და გინდათ თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ესაა თქვენი საბრძოლი. პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე უდრის, დიახ, ჩვენს ევროპულ მომავალს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. 8 თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. 8 თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. 8 თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. 8 თებერვალი, 2023 წელი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი".

"ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებით გამოხატული პოზიცია რეალობაში გადაიტანონ. „პროტესტი უნდა იყოს რეალური. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ამას", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG