Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას


ნოვოსიბირსკში აფეთქების და ხანძრის შედეგად ჩამონგრეული სახლი. 2023 წლის 9 თებერვალი
ნოვოსიბირსკში აფეთქების და ხანძრის შედეგად ჩამონგრეული სახლი. 2023 წლის 9 თებერვალი

სულ მცირე 3 ადამიანია დაღუპული რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში, საცხოვრებელ კორპუსში გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში გაზი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა და სახლის ორი სადარბაზო ჩამოინგრა. სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ 11 დაკარგულად ითვლება. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG