Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები: ლატვიაში სასკოლო განათლების ლატვიურ ენაზე გადასვლა სხვა ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციას შეიძლება წარმოადგენდეს


გაეროს ექსპერტები თვლიან, რომ ლატვიაში სასკოლო განათლების ლატვიურ ენაზე გადასვლა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სფეროში სტანდარტებს და შეიძლება იყოს დისკრიმინაცია ამ ქვეყნის სხვა ეთნიკურ ჯგუფების მიმართ.

შარშან სექტემბერში მიიღო ლატვიამ კანონი, რომლის თანახმად, 2025 წლის სექტემბრიდან ლატვიური იქნება ერთადერთი ენა, რომელსაც, ამ ქვეყნის სკოლამდელი დაწესებულებებიდან დაწყებული, სკოლებში მოიხმარენ.

გაეროს ექსპერტებმა ლატვიის მთავრობას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც კრიტიკაა გამოთქმული არა მხოლოდ კანონის მიმართ, არამედ საზოგადოებაში მისი განხილვის პროცესის გარშემო.

უფლებადამცავების აზრით, ლატვიაში მიღებული კანონი „მკვეთრად ზღუდავს უმცირესობების ენებზე (წერილში ჩამოთვლილია ბელარუსული, ებრაული, ლიტვური, ესტონური, რუსული და უკრაინული) განათლებას მიღებას“ და „ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებს, სხვათა შორის ენობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას და ბავშვების უფლებების გაეროს კონვენციას“.

ამასთან, თვლიან ექსპერტები, კანონის განხილვა არ მოხდა შესაბამისი ჯგუფების მონაწილეობით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს.

თავის პასუხში ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასკოლო განათლების ლატვიურ ენაზე გადასვლა არ არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ვინაიდან თითოეულ ქვეყანას შეუძლია აირჩიოს ეროვნული უმცირესობების უფლებების ეფექტიანად დაცვის ყველაზე შესაფერისი ზომები.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მშობლიური ენა და კულტურის ისტორია უმცირესობის ენაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG