Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სურს საზღვრების გამტკიცება არასასურველი მიგრანტების თავიდან ასაცილებლად


ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში თავყრილობაზე, 9 თებერვალს განაცხადეს, რომ ისინი გაამკაცრებენ საზღვრებს არასასურველი მიგრაციის თავიდან ასაცილებლად.

ზოგიერთ სახელმწიფოს გამოსავლად მეტი ზღუდის აგება მიაჩნია, სხვები მსოფლიოს ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობენ. ავსტრიის, ნიდერლანდის, ბელგიის, ირლანდიის და დანიის ლიდერებმა შეშფოთება გამოხატეს საზღვრების არარეგულარული გადაკვეთის რაოდენობის ზრდის გამო. შარშან საზღვრის დაახლოებით 330000 უკანონო გადაკვეთა აღინუსხა. „ევროპის ქვეყნებში იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არარეგულარულად ჩამოდიან საზღვრებს გარედან“, - თქვა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა გადავწყვიტოთ, ვინ შემოდის ჩვენს ქვეყნებში... არა ადამიანებით მოვაჭრეები... მათ, ვინც ლტოლვილის სტატუსს მოიპოვებს, აქვთ დარჩენის უფლება, მაგრამ სხვებს არა და ისინი უნდა დაბრუნდნენ“, თვლის ირლანდიის პრემიერი.

იმიგრაცია პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაა ევროკავშირში 2015 წლიდან, როდესაც მილიონზე მეტმა - ძირითადად სირიის ომს გაქცეულმა მიგრანტმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა და ევროპაში ჩავიდა. ევროპის პარლამენტის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან ლატვიასა და პოლონეთამდე, 2000 კილომეტრზე მეტი იყო საზღვრის კედლები და ზღუდეებია. 2014 წელს მათი სიგრძე 300 კილომეტრზე ოდნავ მეტი იყო.

ევროკავშირში არალეგალურ მიგრაცია უნდა დავამუხრუჭოთ, - თქვა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა. "ჩვენ გვჭირდება ფული ამისთვის, არ აქვს მნიშვნელობა მას ზღუდეს უწოდებთ, თუ სასაზღვრო ინფრასტრუქტურას. ბულგარეთს სჭირდება დახმარება, როდესაც საქმე ეხება საზღვრის მეთვალყურეობას და პერსონალს, ტექნიკური აღჭურვილობით, ყველა ზღუდე ისეთივე კარგია, როგორც ეფექტური მეთვალყურეობა."

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც განაგებს ბლოკის საერთო ბიუჯეტს, უარს ამბობს საზღვრის ზღუდეების დაფინანსებაზე, თუმცა იხდის სათვალთვალო აღჭურვილობისა და სხვა ინფრასტრუქტურისთვის.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ქსავიე ბეტელი წინააღმდეგია ზღუდეების დაფინანსებისა და აცხადებს, რომ ევროპის მემკვიდრეობამ გადალახა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განხეთქილება და საბოლოოდ შექმნა 27 ქვეყნის ზონას, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ საზღვრების გადაკვეთა შემოწმების გარეშე. "ამ დროისთვის არის ბულგარეთი-თურქეთის საზღვრის თემაა აქტუალური ... მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება - შეიქმნება ახალი ზღუდეები და ახალი კედლები... ანუ რაა დასკვნა, რომ ციხესიმაგრე გვსურს ევროპაში?" მისმა ბელგიელმა კოლეგამ განაცხადა, რომ სიტუაცია "დიდი მიგრაციული კრიზისია", ხოლო ნიდერლანდების პრემიერმა ისაუბრა იმ ქვეყნებისთვის ვიზების და დახმარების შეზღუდვაზე, რომლებიც არ თანამშრომლობენ.

საფრანგეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დახმარება უნდა გაუწიოს ქვეყნებს ევროპის გარეთ სიღარიბესა და ტერორიზმთან, ისევე როგორც გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ნაკლებმა ხალხმა იმოძრაოს.

ბლოკის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ „ციხესიმაგრე ევროპაში“ არ არის გამოსავალი და რომ ევროკავშირმა ასევე უნდა შესთავაზოს ემიგრანტებს შესვლის რამდენიმე ლეგალური გზა: „ხალხი მოძრაობს, რადგან მათ ქვეყნებში არ არის მომავალი, არ არის მშვიდობა, არ არის სტაბილურობა. “ - თქვა ბორელმა.

XS
SM
MD
LG