Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 12 დასახლებულ პუნქტთან


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები დონეცკის ოლქში. 2023 წლის თებერვალი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები დონეცკის ოლქში. 2023 წლის თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 52 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 2 დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ განახორციელა 63 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის არმიის სარდლობა წინა დღეების მსგავსად, დღესაც აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 18 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, მართვის 2 პუნქტი, საჰაერო თავდაცვის სისტემის 1 პოზიცია და საბრძოლო მასალების საწყობი.

XS
SM
MD
LG