Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის 1 მლნ ლარი გამოყო


სამაშველო სამუშაოები
სამაშველო სამუშაოები

მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო

თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.

წუხანდელი მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 17 134 დადასტურებული დაღუპულია აღნუსხული. დაშავებულთა რიცხვი 75 ათასს აღემატება.

სირიაში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობა, გაეროს შეფასებით, ხუთ ათასს აჭარბებს. სირიაში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს.

6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს 3 მოქალაქე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება საქართველოს 2 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG