Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა თურქეთში მიწისძვრისას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა


მაშველები მუშაობენ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ; სენობასთან, თურქეთი, ქალაქი ადაიმანი 9 თებრვალი, 2023 წელი
მაშველები მუშაობენ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ; სენობასთან, თურქეთი, ქალაქი ადაიმანი 9 თებრვალი, 2023 წელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვნეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაღუპული.

თურქეთში 13 000-ს უახლოვდება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის ქაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ოპერაციაში ჩართულია 113 200 თურქი და უცხოელი მაშველი. მათ შორისაა 100 ქართველი მაშველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG